მაქს ებერლი საუდის არაბეთში? ბაიერნის დირექტორის მოულოდნელი მოლაპარაკებები!

მაქს ებერლი საუდის არაბეთში? ბაიერნის დირექტორის მოულოდნელი მოლაპარაკებები!

მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი, შესაძლოა მოულოდნელად საუდის პრო ლიგაში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ალ-იტიჰადმა ებერლთან კონტაქტი უკვე დაამყარა და კლუბის ახალი სპორტული პროექტის ხელმძღვანელობა შესთავაზა. საუდელებს სურთ, ებერლის ევროპული გამოცდილება კლუბის სტრუქტურის მოდერნიზაციისთვის გამოიყენონ.

თუმცა, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩიხშია შესული. მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მომავალ სტრატეგიასა და კლუბის განვითარების ხედვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ალ-იტიჰადი ოპტიმისტურად არის განწყობილი, ისინი პარალელურად სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ. თავად ებერლს ბაიერნთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მიუნხენურ კლუბში მისი პოზიციები მაინც არამყარია — მაისის ბოლოს სამეთვალყურეო საბჭო მენეჯმენტის მუშაობის შეფასებას გეგმავს, სადაც ებერლის ბედიც გადაწყდება.


14-05-2026, 18:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2