ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მანუელ ნოიერმა ბაიერნთან ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. გუნდის კაპიტანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი არ ყოფილა და მან ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა. ნოიერი მიიჩნევს, რომ მიუნხენში ამჟამად იდეალური გარემოა უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად.
"გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერი თავის ადგილზეა: ამ გუნდით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ყოველდღე სიამოვნებით მივდივარ ვარჯიშზე და თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენს მეკარეების გუნდში ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვცდილობთ თამასა მუდმივად მაღლა ავწიოთ და თამაშებისთვის ოპტიმალურად მოვემზადოთ." - განაცხადა ნოიერმა.