მიუნხენის ბაიერნმა ალფონსო დეივისის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის საკითხზე მკაცრი პოზიცია დაიკავა. კლუბი არ აპირებს გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ფეხბურთელსა და კანადის ფეხბურთის ფედერაციას დაუტოვოს. ამის მიზეზი 2025 წლის მარტში დასმული არასწორი დიაგნოზია (ACL - ჯვარედინი იოგების ტრავმა), რამაც სიტუაცია გაართულა.
მიუნხენელების მთავარი პირობაა, რომ დეივისის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს მხოლოდ კლუბის ექიმები გააკონტროლებენ. მოედანზე გასვლის ნებართვასაც მხოლოდ ბაიერნის სამედიცინო შტაბი გასცემს. ფეხბურთელი ამ პირობას უკვე გაეცნო და აცნობიერებს, რომ კლუბის გვერდის ავლით მუნდიალზე ვერ წავა.