ინტერვიუს შუა პროცესში, როდესაც ოლისე თავისი ჩვეული სერიოზულობით კითხვებზე პასუხობდა, მას ზურგიდან თანაგუნდელები უზარმაზარი ლუდის ჭიქებით მიეპარნენ. ფეხბურთელმა, რომელიც ინტერვიუებს ისედაც გაურბის, ამჯერად ფიზიკური გაქცევაც სცადა, რათა ვარცხნილობა გადაერჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლისემ დამალვა სცადა, ბაიერნის ტრადიციას ვერავინ გაექცა - პირდაპირ ეთერში მაყურებელმა ნამდვილი ქაოსი და სახალისო კადრები იხილა.