გერმანული ფეხბურთის მთავარმა ინსაიდერმა, ფლორიან პლეტენბერგმა დაადასტურა ის, რასაც ბევრი ვერ იჯერებდა: იულიან ნაგელსმანმა მანუელ ნოიერს მწვანე შუქი აუნთო. თუ დღევანდელი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება, ბაიერნის კაპიტანი ამერიკაში ნაკრების პირველი ნომრის სტატუსით გაფრინდება.
მიუხედავად ამ სენსაციური სიახლისა, თავად მანუელი საჩემპიონო ზეიმზე მაქსიმალურად თავშეკავებული იყო. ჟურნალისტების მცდელობაზე, გამოეტყუებინათ აღიარება, ნოიერმა მკაცრად უპასუხა: „მწვრთნელს ჰკითხეთ. ჩემთვის ეს ახლა თემა არ არის. მთელი ფოკუსი გერმანიის თასის ფინალზე მაქვს“.
როგორც ჩანს, კაპიტანი ფრთხილობს და ექიმების საბოლოო დასკვნას ელოდება, თუმცა ნაგელსმანისგან გარანტია უკვე მიღებული აქვს.