ბაიერნის საიდუმლო გეგმა: მათეუსმა წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი დააანონსა

ბაიერნის საიდუმლო გეგმა: მათეუსმა წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი დააანონსა

ლოთარ მათეუსმა Sky Sport-ის ეთერში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. გერმანული ფეხბურთის ლეგენდის თქმით, მიუნხენის ბაიერნი აქტიურად ზონდირებს ნიადაგს მანჩესტერ სიტის ხორვატი ვარსკვლავის, იოსკო გვარდიოლის გარშემო.


„ერთი ფეხბურთელი მყავს მხედველობაში და გავიგე, რომ ბაიერნმა უკვე გააკეთა პირველადი მოთხოვნები. ბუნდესლიგის ყოფილი მოთამაშე ლაიპციგიდან, რომელიც ამჟამად მანჩესტერ სიტიში თამაშობს - მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი. ეს გვარდიოლია." - განაცხადა მათეუსმა.


გვარდიოლი ბაიერნს ჯერ კიდევ 2023 წელს სურდა, თუმცა მაშინ ხორვატმა არჩევანი პეპ გვარდიოლას გუნდზე შეაჩერა. ახლა კი, როცა მიუნხენელები დაცვის ხაზის გაძლიერებას და უპამეკანო-ტას დუეტისთვის იდეალური პარტნიორის პოვნას ცდილობენ, გვარდიოლის კანდიდატურა ისევ აქტუალური გახდა. მისი უნივერსალიზმი სწორედ ის არის, რაც ვენსან კომპანის სჭირდება.


17-05-2026, 23:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2