მიუნხენის ბაიერნის გოლების მანქანამ, ჰარი კეინმა, მომავალი სეზონისთვის მთავარი სამიზნე უკვე მონიშნა. ინგლისელი ფორვარდი აპირებს დაამსხვრიოს რობერტ ლევანდოვსკის ისტორიული რეკორდი - ერთ სეზონში გატანილი 41 გოლი ბუნდესლიგაში.
„ეს არის მიზანი. ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ბევრ თამაშსა და ფორმის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. ვეცდები, ზუსტად ეს გავაგრძელო. რეკორდი ნამდვილად არ არის შეუძლებელი." - განაცხადა კეინმა.
მას შემდეგ, რაც კეინმა ბუნდესლიგის ტემპს ალღო იდეალურად აუღო, გერმანიაში ბევრი მიიჩნევს, რომ 41-გოლიანი ზღვარი საფრთხეშია. ლევანდოვსკის მიერ დამყარებული რეკორდი წლების განმავლობაში მიუღწევლად ითვლებოდა, თუმცა კეინის შედეგიანობა საპირისპიროზე მეტყველებს.