"ის ჰოლანდზე უკეთესია, ნამდვილი ფენომენია!" - მარტინესი კეინზე

"ის ჰოლანდზე უკეთესია, ნამდვილი ფენომენია!" - მარტინესი კეინზე

ინტერის კაპიტანმა და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა, ლაუტარო მარტინესმა, პირდაპირ უპასუხა კითხვას, თუ ვინ არის დღეს მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი.


"მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი ჰარი კეინია. მე მას ჰოლანდზე მაღლაც კი ვაყენებ იმის გამო, თუ როგორ აკონტროლებს ბურთს, როგორ ერთვება კომბინაციებში, როგორ კითხულობს თამაშს და როგორ თამაშობს თავით. ის ნამდვილი ფენომენია." - განაცხადა მარტინესმა.


ლაუტაროს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჰარის სათამაშო ინტელექტი და გუნდურობა მას სხვა ფორვარდებისგან მკვეთრად გამოარჩევს, რაც მიუნხენში გატარებულ სეზონებშიც იდეალურად ჩანს.


19-05-2026, 17:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2