მანუელ ნოიერის გერმანიის ნაკრებში დაბრუნების უკან ნამდვილი საფეხბურთო დრამა იმალება. როგორც ირკვევა, დიდი ხნის განმავლობაში ნაგელსმანსა და ნოიერს შორის კონტაქტი თითქმის საერთოდ არ არსებობდა. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ჩაერთნენ. მათ მწვრთნელთან ნოიერის გამოძახება მკაცრად მოითხოვეს, რასაც ზურგი მანუელის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებმა კოსმოსურმა თამაშმაც გაუმაგრა.
ზეწოლა მხოლოდ ნაკრებით არ შემოიფარგლა. ბაიერნის თანაგუნდელები ნოიერს გამუდმებით მოუწოდებდნენ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. საბოლოო სიტყვა კი ოჯახმა თქვა - ნოიერის ახლობლებმა მას მწვანე შუქი აუნთეს როგორც ბაიერნში კიდევ ერთი სეზონით დარჩენაზე, ისე მუნდიალზე წასვლაზე.
ამის შემდეგ, ახალი გეგმა გერმანიის ფეხბურთის კავშირს გადაეცა. ნაგელსმანსა და მეკარეს შორის სატელეფონო ზარები გახშირდა და ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი შეთანხმდა: ნოიერის მუნდიალზე თამაშის სურვილი ნაკრებისთვის უალტერნატივო შანსი იყო. საბოლოო ვერდიქტი გამოტანილია - ლეგენდა #1 სტატუსით ბრუნდება!