მიუნხენის ბაიერნის ბანაკიდან შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება. მანუელ ნოიერს წვივის ტრავმა კვლავ აწუხებს და დღევანდელი გუნდური ვარჯიშიც გამოტოვა. ლეგენდარული მეკარე ზებენერ შტრასეზე მხოლოდ სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურებისთვის გამოჩნდა.
საბოლოო გადაწყვეტილებას სამედიცინო შტაბი ხვალ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე შანსები 50/50-ზეა. თავად ნოიერს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ზედმეტი რისკის გაწევა არ სურს და მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ თავს 100%-ით მზად იგრძნობს.
თუ ხვალამდე მანუელი სრულად ვერ მომჯობინდება, შტუტგარტთან ფინალში ბაიერნის კარს იონას ურბიგი დაიცავს! კოპმანის გუნდისთვის ტიტულის ბედი შესაძლოა ახალგაზრდა მეკარის ხელში აღმოჩნდეს.