ჰიონესის მოულოდნელი განცხადება: წავა თუ არა მაქს ებერლი ბაიერნიდან?

ჰიონესის მოულოდნელი განცხადება: წავა თუ არა მაქს ებერლი ბაიერნიდან?

მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, მაქს ებერლის მომავალზე საუბრისას გასახდელსა და ხელმძღვანელობაში არსებული ეჭვები ღიად დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ებერლს მიმდინარე სეზონის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მისი კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილი საერთოდ არ არის.


„დღეს კონტრაქტის გახანგრძლივების შანსები 60/40-ზეა. ეჭვები ჯერ კიდევ არსებობს. გამგეობის წევრებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკება მხოლოდ მისი ამოწურვიდან ერთი წლით ადრე შეუძლიათ. დეტალებში შესვლა ახლა არ მინდა, ამას სამეთვალყურეო საბჭოს დავუტოვებ.


აგვისტოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს, არის თუ არა მაქს ებერლი ის მენეჯერი, რომელმაც ბაიერნი მომავალში უნდა წაიყვანოს. თუმცა, ამ სეზონის წარმატებაში მან უდიდესი როლი ითამაშა." - განაცხადა ჰიონესმა.


ებერლმა სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ გუნდში რევოლუციას არ გეგმავდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ აგვისტოში შესაძლოა თავად მისი პოსტი დადგეს საფრთხის ქვეშ.


23-05-2026, 17:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2