მიუნხენის ბაიერნის კოლუმბიელმა ვარსკვლავმა, ლუის დიასმა, გერმანიაში გატარებული სადებიუტო წელი შეაჯამა.
„ამ სეზონს აღვწერდი, როგორც სანახაობრივს, რადგან ჩემთვის ეს ნამდვილი ოცნება იყო. პირველივე სეზონში ამდენი ტიტულის მოგება ფანტასტიკურია. როდესაც ახალ კლუბში მოდიხარ, ბევრ რამეს წარმოიდგენ, ამისთვის შრომობ, მაგრამ როცა ეს რეალურად ხდება, სიამაყითა და სიხარულით ივსები.
ეს გაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ გააგრძელო იმის კეთება, რაც გიყვარს. ასე რომ, უზომოდ ბედნიერი ვარ. ახლა კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რაც წინ გველოდება.” - განაცხადა დიასმა.