ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe სენსაციურ დეტალებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ ჰარი კეინმაც და მაიკლ ოლისემაც მიუნხენის ბაიერნში გადმოსვლამდე პსჟ-ს ტრანსფერი დაბლოკეს.
პარიზული კლუბის შიდა წყარო აღიარებს, რომ მბაპეს, მესისა და ნეიმარის წასვლის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ პსჟ ისევ „პატარა კლუბის“ დონეზე დაეცემოდა.
განსაკუთრებით მწვავე ჰარი კეინის ქეისი იყო, რომელიც პარიზელებისთვის ნომერ პირველი სამიზნე გახლდათ.
კლუბი მის მამასა და ძმასაც შეხვდა, თუმცა ინგლისელმა უარი თქვა: „თავის ასაკში კეინს ისეთი გუნდი უნდოდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ეგრევე შეეძლო. მას უბრალოდ არ სჯეროდა პსჟ-ს პროექტის.” - ამბობს წყარო.
ზუსტად იგივე მიზეზით აირჩია მიუნხენი მაიკლ ოლისემაც — მან ყველაფერი აწონ-დაწონა და პსჟ-ს ფრანგულ პროექტს რეკორდმაისტერი ამჯობინა.