მიუნხენის ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოსა და სპორტულ დირექტორს, მაქს ებერლს შორის სერიოზული უთანხმოებაა. კლუბის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით კი კარლ-ჰაინც რუმენიგე, ებერლს რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს უწუნებს:
ნაჩქარევი და ძვირადღირებული ტრანსფერები: ბოსების აზრით, ებერლი ტრანსფერებს ზედმეტად სწრაფად ხურავს, რაც ფასს ზრდის. შარშან მას ჩავი სიმონსის და ჯეიმი გიტენსის ყიდვა სურდა, რაზეც საბჭომ ფინანსური უარი თქვა.
სახელფასო პოლიტიკა: ხელმძღვანელობა თვლის, რომ ებერლი ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებისას (ნიუბელი, მუსიალა, დეივისი, უპამეკანო, კიმიხი) ხელფასების მხრივ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
კომუნიკაციის ნაკლებობა: ებერლი გეგმებზე საბჭოსთან წინასწარ არ საუბრობს და მათთან მხოლოდ მაშინ მიდის, როცა გარიგება თითქმის დასრულებულია. ეს მაშინ, როცა 50 მილიონ ევროზე ძვირადღირებულ ყველა ტრანსფერს საბჭოს თანხმობა სჭირდება. გარდა ამისა, მას ული ჰიონესთანაც თითქმის არ აქვს კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად ცხოვრობენ.
კრიტიკის მიუღებლობა: კლუბში ფიქრობენ, რომ ებერლი ვერ უმკლავდება ბაიერნისთვის დამახასიათებელ შიდა კონფლიქტების კულტურას და შენიშვნებს ზედმეტად პირადად იღებს.
ებერლის მომავალი და 2027 წლის შემდეგ კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების საკითხი აგვისტოში, სამეთვალყურეო საბჭოს მომავალ სხდომაზე გადაწყდება.