მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა კლუბში საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუნხენში თავს ბედნიერად გრძნობს. ინგლისელმა ფორვარდმა ხაზი გაუსვა გუნდის ამჟამინდელ ძალას და დაადასტურა, რომ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მოგვიანებით გაიმართება.
„ჩემთვის წასვლის მიზეზი არ არსებობს. აქ ძალიან ბედნიერი და დამკვიდრებული ვარ. ფანტასტიკური გუნდი გვყავს — ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა მსოფლიოში. გვყავს უმაღლესი დონის მწვრთნელი და დროს სიამოვნებით ვატარებ. სიტუაცია მშვიდია. შევთანხმდით, რომ ჯერ სეზონი დავასრულოთ, ალბათ მსოფლიო ჩემპიონატიც ჩავამთავროთ და შემდეგ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ორივე მხარე კმაყოფილია. ვნახოთ, რა მოხდება.” - განაცხადა კეინმა.