მიუნხენის ბაიერნი ნიუკასლის შემტევით, ენტონი გორდონით ინტერესდება, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. მიუნხენელებს შემტევი ხაზი ლუის დიასის, ჰარი კეინისა და მაიკლ ოლისეს სახით უკვე დაკომპლექტებული აქვთ, ამიტომ გორდონის ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ კარგი ფინანსური შანსი გამოჩნდება.
ამჟამად ბაიერნში თვლიან, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ზედმეტად ძვირი ღირს, რის გამოც კლუბს ალტერნატიული ვარიანტებიც აქვს მომზადებული. თავის მხრივ, გორდონი ამ ზაფხულს ნიუკასლს ასპროცენტიანად დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ხელში ჩასაგდებად ევროპულ გრანდებს შორის დიდი ბრძოლა დაიწყება.