გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა, იოზუა კიმიხმა მსოფლიო ჩემპიონატზე მანუელ ნოიერის დაბრუნება შეაფასა. კიმიხმა არ დამალა, რომ ვეტერანი მეკარის ნაკრებში ხილვა ძალიან უხარია, თუმცა ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ ნოიერის კაპიტანი იქნება, სახალისო პასუხი გასცა.
"ამის გამო საოცრად ბედნიერი ვარ. უკვე თერთმეტი წელია ერთად ვთამაშობთ და ყველამ კარგად იცის, თუ ვინ გვიდგას ზურგსუკან, კარში. სწორედ ამიტომ მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთად იქნება."
პირველად იქნები მისი კაპიტანი - "კი, ეს მართალია. ახლა მანუს ნამდვილად მოუწევს, რომ მაგრად მოინდომოს და მოწესრიგდეს (იცინის). ამაზე აქამდე არც მიფიქრია, აუცილებლად ვეტყვი ეგრევე, როგორც კი ვნახავ." - განაცხადა კიმიხმა.