Transfermarkt-მა მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებს გადახედა და შოკისმომგვრელი ციფრებიც დადო! გუნდში ახალი ლიდერი გვყავს, პარალელურად კი წამყვანი ვარსკვლავების ფასები კატასტროფულად მცირდება.
ბაიერნს ახალი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჰყავს! მაიკლ ოლისემ წარმოუდგენელი ნახტომი გააკეთა და მისი ფასი ახლა ასტრონომიულ 150 მილიონ ევროს შეადგენს! მის ფონზე საოცარ პროგრესს აგრძელებს ალექსანდარ პავლოვიჩიც, რომლის ღირებულებამაც უკვე 90 მილიონს მიაღწია. ფასები მოემატათ იოსიპ სტანიშიჩსაც (40 მლნ) და ახალგაზრდა იონას ურბიგს (18 მლნ).
ამასთან, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ჯამალ მუსიალას ფასი 100 მილიონამდე ჩამოვიდა! ვარდნა აქვს ჰარი კეინსაც, რომელიც უკვე 60 მილიონადაა შეფასებული.