კარლი მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტოში? - ნაგელსმანის კომენტარი

კარლი მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტოში? - ნაგელსმანის კომენტარი

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ბაიერნის 18 წლის ამომავალ ვარსკვლავზე, ლენარტ კარლზე ისაუბრა და გაამჟღავნა, განიხილავს თუ არა მას მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად შემადგენლობაში.


ბოლო დროს კარლის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ნაგელსმანი საკმაოდ საინტერესო განცხადებით გამოეხმაურა:


„ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენს ის თავს მომავალ კვირებში. მისი სტარტი გამორჩეულად კარგი იყო და შთაბეჭდილების მოხდენაც ძალიან სწრაფად შეძლო. მას ორივე პოზიციაზე (მარჯვენა ფლანგზეც და შემტევ ნახევარდაცვაშიც) თამაში კარგად შეუძლია — ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანზე აშკარად უკეთესია.


დაიწყებს თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში, ამას პირადად მასთან ერთად განვიხილავთ. მან მოედანზე უნდა აჩვენოს, თუ რამდენად მზად არის ამისთვის.“


27-05-2026, 20:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0