ბარსელონამ ნიუკასლის ვარსკვლავის, ენტონი გორდონის ხელში ჩასაგდებად ოფიციალური ნაბიჯი გადადგა და ინგლისურ კლუბს საწყისი 80 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
აქამდე ითვლებოდა, რომ 25 წლის შემტევისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნი ლიდერობდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ნიუკასლში ფიქრობენ, რომ გერმანულ გრანდს გორდონის ყიდვა ძალიან უნდოდა, მაგრამ მიუნხენელებმა ამხელა თანხის - 80 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს და ალტერნატიული ვარიანტების ძებნა დაიწყეს.