ფეიენოორდის ახალგაზრდა ნიდერლანდელი მცველის, ჯივაირო რედის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას სათავეში მანჩესტერ სიტი ჩაუდგა. პრემიერლიგის კლუბი ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს და ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
მიუნხენის ბაიერნი კვლავ აგრძელებს რედის გარშემო არსებული სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანული გრანდის ინტერესმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, ფეიენოორდს იმედი აქვს, რომ რედის გაყიდვით კლუბის ისტორიაში ახალ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს — ამჟამად რეკორდი იგორ პაიშაოს ეკუთვნის, რომელიც მარსელში დაახლოებით 35 მილიონ ევროდ გადავიდა.