მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლიდერმა, იოზუა კიმიხმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის არსენალს დაუჭერს მხარს, რისი მიზეზიც კაი ჰავერცია. კიმიხის თქმით, ჰავერცის წარმატება ეროვნულ გუნდსაც დიდ სარგებელს მოუტანს.
"მხარს ვუჭერ კაის, რათა ნაკრებს დიდ წარმატებაზე ამხედრებული შემოუერთდეს. ასეთი ტიტული ყოველთვის პოზიტიურ ენერგიას ქმნის. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც გერმანიაში სათანადოდ არ აფასებენ.
ევროპის ჩემპიონატზე ჰავერცი გადამწყვეტი ფიგურა იყო, რადგან მას მოაქვს ფანტასტიკური, მრავალმხრივი თამაშის ხარისხი, რაც ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება." - აღნიშნა კიმიხმა.