ლონდონის "ჩელსისთან" დამაჯერებელი სხვაობით მოგების შემდგომ "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანა 1/4 ფინალში გასვლაა. შემდეგ რა მოხდება ყველა ერთად ვნახავთ."
"ფეხბურთი გუნდური სპორტია. ლევანდოვსკიმ თავისი უმაღლესი კლასი დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა."
"მიულერმა დღეს ის გააკეთა, რაც გუნდს სჭირდებოდა. გამოიყენა სივრცეები, შექმნა შანსები და პასები გაანაწილა.