მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი რეკორდი დაემხო! მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილიას გადაასწრო და ყველა დროის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ამ მომენტისთვის ბუნდესმანშაფტს მუნდიალების ისტორიაში უკვე 239 გოლი დაუგროვდა, ხოლო ბრაზილიელების ანგარიშზე 238 შედეგიანი დარტყმაა.