ახალი კონტრაქტი გაყიდვებზეა დამოკიდებული - ებერლმა დავალება მიიღო

ახალი კონტრაქტი გაყიდვებზეა დამოკიდებული - ებერლმა დავალება მიიღო

მიუნხენის ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭო კმაყოფილია იმით, თუ როგორ წარმართა მაქს ებერლმა საიბარისა და ბრაუნის ტრანსფერები. წარსულში ებერლს ხშირად აკრიტიკებდნენ მოლაპარაკებების ერთპიროვნულად წარმოების გამო, თუმცა ამჯერად მან ხელმძღვანელობასთან სრული ტრანსფერენტულობა შეინარჩუნა და თითოეულ ნაბიჯს მათთან ათანხმებდა.

მიუხედავად ამისა, სატრანსფერო ფანჯრის საბოლოო შეფასება ებერლის მიერ ფეხბურთელების გაყიდვაზეა დამოკიდებული. კლუბს ფინანსების გენერირება სჭირდება, წამსვლელთა სიაში კი ჟოაუ პალინია, ბრაიან სარაგოსა, საშა ბოე, ჰიროკი იტო და კიმი არიან. პრობლემა ისაა, რომ ამ მოთამაშეების მიმართ ინტერესი მცირეა, სხვა კლუბები კი ბაიერნის მიერ მოთხოვნილ თანხას არ იხდიან.

სანამ მოთამაშეები არ გაიყიდება, ახალი ფეხბურთელების ყიდვა გამოირიცხება. ფინანსური სარგებლის მიღება ებერლისთვის გადამწყვეტი იქნება აგვისტოს ბოლოს გასამართ შემაჯამებელ შეხვედრაზე, სადაც მისი მუშაობა სრულად შეფასდება და ახალი კონტრაქტის ბედიც გადაწყდება.


გუშინ, 23:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2