მიუნხენის ბაიერნში მაიკლ ოლისეს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სრულიად მედიათემას უწოდებენ. როგორც ირკვევა, მადრიდის რეალს კლუბისთვის ინტერესის გამოსახატავად არც კი მიუმართავს, თავად ფრანგ ფეხბურთელს და მის აგენტებს კი გუნდიდან წასვლის სურვილი არასდროს გამოუთქვამთ. ეს თემა მედიაში მხოლოდ იმიტომ გრძელდებოდა, რომ ზედმეტად ჩაკეტილი ოლისე ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს.
ფრანგი გუნდს აზიის ტურნეს შემდეგ დაუბრუნდება და მომავალ სეზონში ბაიერნში აუცილებლად ითამაშებს.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, გაახანგრძლივებს თუ არა ოლისე ხელშეკრულებას ბაიერნთან 2029 წლის მერე. კლუბი გეგმავს, რომ ის ხელფასების იერარქიაში კეინისა და მუსიალას გვერდით, სათავეში მოაქციოს. ამაზე პასუხი გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, ხედავს თუ არა ის საკუთარ გრძელვადიან მომავალს მიუნხენში, მით უმეტეს, რომ მომავალ ზაფხულს მიმდინარე კონტრაქტიდან ორი წელი ექნება დარჩენილი.