მიუნხენის "ბაიერნის" ლონდონში სტუმრობის დროს იგივე სასტუმროში ასევე ამერიკელი როკ ვარსკვლავი, ბონ ჯოვი იმყოფებოდა.
57 წლის მომღერალმა რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში "ბაიერნის" ფეხბურთელების შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"ორშაბათს სასტუმროს ბარში ვიყავი ჩასული, რა დროსაც "ბაიერნის" ფეხბურთელები დავინახე."
"კონკრეტულ სახელებს არ ვიტყვი, თუმცა იქ არაერთი მოთამაშე იყო. ისინი ვისკის და ლუდს სვამდნენ, თანაც დიდი რაოდენობით, მეორე დღეს კი გავიდნენ და "ჩელსი" გაანადგურეს." - იხსენებს ისტორიას ბონ ჯოვი.