"შალკესთან" დაპირისპირების წინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩემი გუნდის ძალიან კარგი გარჯა რამდენიმე ფანის გამო გადაიფარა. თუმცა, ამაზე ახლა აღარ ღირს ყურადღების გამახვილება. ჩვენ მთლიანად მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები."
"ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი, როგორც შაბათს. იმედი მაქვს, ხვალ ეს აღარ განმეორდება."
"მომავალ დაპირისპირებაში დიდ ცვლილებებს არ გავაკეთებ. ზირკზემ კარგად ივარჯიშა და დაიმსახურა ძირითად შემადგენლობაში ადგილი." - აცხადებს ფლიკი.