დღეს გერმანიის თასის 1/4 ფინალურმა ეტაპმა აიღო სტარტი. მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად "შალკე" დაამარცხა და შემდგომი ეტაპის საგზურიც გაინაღდა.
"რეკორდმაისტერის" მატჩამდე კი გერმანიის თასის ისტორიაში უნიკალური მოვლენა დაფიქსირდა.
კერძოდ, მე-4 ლიგელმა "ზააბრუკენმა" საკუთარ კედლებში პენალტების სერიაში "დიუსელდორფს" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ისტორიაში კი არცერთ მეოთხელიგელ გუნდს თასის 1/2 ფინალში მონაწილეობა არ მიუღია.