გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნს" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის შენარჩუნება სურს.
55 წლის სპეციალისტი გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა "რეკორდმაისტერს" სათავეში და ამ დროში ნაჩვენები შედეგებით კლუბში კმაყოფილები არიან.
წყაროს ცნობით, თავად ფლიკსაც სურს მიუნხენში დარჩენა, თუმცა, ამასთან ერთად გარკვეული მოთხოვნებიც აქვს. პირველ რიგში, ფლიკს სურს, რომ კლუბში როლი გაეზარდოს. მაგალითად, ტრანსფერების დაგეგმვის დროს გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მისგან უნდა მოდიოდეს.
იგივე ტრანსფერებს რაც შეეხება, მას უკვე ჰყავს რამდენიმე მიზანი არჩეული. ფლიკს უნდა, რომ ზაფხულში "ბაიერნმა" ტიმო ვერნერი და კაი ჰავერცი დაიმატოს. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ის უყოყმანოდ დათანხმდება კონტრაქტის გახანგრძლივებას.