მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ქომაგები ამბობენ, რომ "ბაიერნს" იდეალური მთავარი მწვრთნელი სჭირდება. ისეთი, რომელიც მას მოერგება. თუმცა, ვფიქრობ, კლუბს ასეთი უკვე ჰყავს."
"მას შემდეგ რაც ფლიკი დაინიშნა, კლუბში სიტუაცია დამშვიდდა. შემადგენლობა დასტაბილურდა, ყველამ თავისი ფორმის პიკს მიაღწია. ის იდეალურად ერგება "ბაიერნს". - აცხადებს მათეუსი.