ალფონსო დეივისის უდიდესი პროგრესი, რა თქმა უნდა, არც მიუნხენის "ბაიერნის" ბოსებს გამორჩენიათ.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა მცველს განახლებულ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, განახლებული კონტრაქტი ექვსწლიანი იქნება, დეივისი კი ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტი კანადელს კლუბთან 2023 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი 1 მილიონ ევროს შეადგენს.