გერმანულმა გამოცემა Kicker-მა მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ორი მთავარი სამიზნე დაასახელა.
წყაროს ცნობით, კლუბისთვის პრიორიტეტული მარჯვენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველის შეძენაა. ამისთვის კი იდეალური დაიოტ უპამეკანოა.
"ლაიფციგი" ახალგაზრდა მცველს 60 მილიონ ევროდ აფასებს. "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა კი ყველაფერს გააკეთებს მის შესაძენად.
მეორე ფებურთელი კი კაი ჰავერცია. ის უკვე ჰანს ფლიკის პირადი მოთხოვნაა. გუნდის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ჰავერცი "ბაიერნის" სტრუქტურას იდეალურად მოერგება. შესაბამისად, კლუბი ყველაფერს გააკეთებს ახალგაზრდა გერმანელის გადმოსაბირებლად.