კორონავირუსმა მიუნხენის "ბაიერნზე" სერიოზული ზეგავლენა მოახდინა.
გამოცემა Merkur-ის ინფორმაციით, ბავარიის რეგიონში გასამართი მატჩები მომდევნო 4 კვირის განმავლობაში შეზღუდვებით ჩატარდება. კერძოდ, ყველა შეხვედრა უმაყურებლოდ ან მაქსიმუმ 1000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება.
ეს შეეხება როგორც ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის შეხვედრებს, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებსაც.