გერმანულ ფეხბურთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.
"ჰანოვერის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, ტიმო ჰუბერსს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც ცნობილია, 23 წლის მოთამაშეს დაინფიცირების შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია კლუბის არცერთ ფეხბურთელსა და პერსონალის წევრთან.
ამის მიუხედავად, "ჰანოვერში" მომუშავე ყველა პიროვნება მაინც გაივლის ტესტს კორონავირუსზე.