გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მომავალი კვირიდან ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის შეხვედრები შეწყდება.
როგორც ცნობილია, ყველაფრის მიუხედავად მიმდინარე კვირის შეხვედრები ჩატარდება, თუმცა, მაყურებლების გარეშე.
როგორც განცხადებაში წერია, მომდევნო ტურიდან მოყოლებული 2 აპრილამდე მატჩები აღარ ჩატარდება. ამ პერიოდში კი გადაწყდება, თუ რა მოხდება სეზონის დარჩენილ ნაწილში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ასევე გადაიდო ჩემპიონთა ლიგის მომავალი კვირის შეხვედრებიც.