დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ბუნდესლიგის მიმდინარე კვირის მატჩები ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდებოდა, მომავალი კვირიდან კი ჩემპიონატი შეწყდებოდა.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ კი აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და მიმდინარე კვირაში გასამართი შეხვედრები აღარ გაიმართება.
შესაბამისად, შაბათს, "უნიონსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გასამართი ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.