კორონავირუსმა გერმანიის ბუნდესლიგასაც შეუტია.
"პადერბორნის" მცველს, ლუკას კილიანს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს დადასტურდა.
20 წლის ფეხბურთელი კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრია. მიმდინარე წელს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ტრავმის გამო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევა ბუნდესლიგა 2-შიც დადასტურდა.