მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ჰანს ფლიკის სავარაუდო მომავალზე ისაუბრა.
"შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას გადაწყვეტს აღმასრულებელი საბჭო."
"ვფიქრობ, ფლიკმა გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ეს სათანადოდაც დაუფასდება. მთავარია, როგორ დასრულდება სეზონი."
"ასევე აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ბევრ მნიშვნელოვან ფეხბურთელს ეწურება კლუბთან კონტრაქტი. მათთან აუცილებლად უნდა შედგეს შეთანხმება." - აცხადებს ჰიონესი.