გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგა 3-ის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური საიტის ცნობით, ტურნირი 2 აპრილის ნაცვლად მინიმუმ 30 აპრილამდე გადაიდო და ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებენ თუ არა კლუბები სეზონის განახლებას ამ დროს.
აღნიშნულ ტურნირში მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდი თამაშობს და 27 ტურის შემდეგ 41 ქულით მეშვიდე ადგილზეა. თუმცა, ლიდერს 6 ხოლო მეორე და მესამე ადგილებს კი 3 ქულით ჩამორჩება.