UEFA-ს მაღალჩინოსნებმა დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, თუ როდის გაიმართება მიმდინარე წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატი.
როგორც ცნობილია, ტურნირის თარიღმა ერთი წლით გადაიწია და ის 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.
ამ მომენტისთვის უცნობია, რა ბედი ელის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს (ერთა ლიგის შეხვედრები).