ევროპის ჩემპიონატის შემდგომ UEFA-მ ჩემპიონთა ლიგაზეც შეიტანა ცვლილებები.
მოგეხსენებათ, ტურნირის ფინალი 30 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა 27 ივნისს ჩატარდება.
ამ მომენტისთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწევა პლეი-ოფის შეხვედრებს და როდის განახლდება ტურნირი.
შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთი წლით გადადო და ის გაისად გაიმართება.