"ჰოფენჰაიმის" პრეზიდენტი, დიეტმარ ჰოფი სხვა ბიზნესებთან ერთად ფარმაცევტულ კომპანია CureVac-საც ფლობს.
79 წლის ბიზნესმენმა კორონავირუსის განკურნების პირობა საჯაროდ დადო.
"მჯერა, რომ ვაქცინის შექმნა შეგვიძლია. თუმცა, ის არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონს, არამედ მთელს მსოფლიოს მოხმარდება."
"ვფიქრობ, ვაქცინის შექმნა შემოდგომით იქნება დასრულებული." - აცხადებს ჰოპი.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ დიეტმარ ჰოფის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას მიუნხენის "ბაიერნის" ფანების შეუერთდნენ და "ჰოფენჰაიმის" სტადიონზე ბიზნესმენის საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს.