ესპანური გრანდები, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დავიდ ალაბას გადაბირებით არიან დაინტერესებული.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ავსტრიელი მცველი დაიმატონ.
მოგეხსენებათ, ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, რაც ტრანსფერის ალბათობას ერთი-ორად ზრდის.
შეგახსენებთ, რომ ალაბა "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს.