ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტულმა დირექტორმა, ფრედი ბობიჩმა, ლუკა იოვიჩისა და მიუნხენის "ბაიერნის" ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.
21 წლის სერბი სუპერ-ტალანტით "რეკორდმაისტერი" სერიოზულად ინტერესდება და ის ახალი სეზონისთვის რობენი-რიბერის თანდემის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრება.
"არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. წარმოდგენა არ მაქვს თუ რა ხდება ჩემს ზურგს უკან.
თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ "აინტრახტსა" და "ბაიერნს" შორის ოფიციალური მოლაპარაკებები არ ყოფილა" , - განაცხადა ბობიჩმა.
ლუკა იოვიჩმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 31 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.