მანუელ ნოიერი და მიუნხენის "ბაიერნი" ახალი კონტრაქტის პირობებზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" კაპიტანს დიდხნიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რაც მინიმუმ 5 წელიწადს მოიცავს.
თავის მხრივ, "ბაიერნს" ეს პირობა არ აკმაყოფილებს, რადგან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ნოიერი უკვე 38 წლის იქნება, რაც ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდი ასაკია.
წყაროს ცნობით, დაახლოებით მსგავსი პრობლემაა შექმნილი თომას მიულერის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია სეზონის დასრულებამდე არ დალაგდა, არაა გამორიცხული, რომ კლუბი ვეტერანებმა დატოვონ.