ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიოს განახლებული ფასი დაადო.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" მზადაა ბრაზილიელ ნახევარმცველს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.
როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერს" კოუტინიოს გამოსყიდვა არ სურს და "ბარსელონამ" სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ფასის დაკლება. ჯერ-ჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა გერმანული გრანდი ამ წინადადებას.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი "ბაიერნის" რიგებში იჯარით, სეზონის ბოლომდე დარჩება.