გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.
პირველ რიგში "რეკორდმაისტერი" დაცვის ხაზში აპირებს ცვლილებას. უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გუნდს დატოვებენ ხავი მარტინესი და ჟერომ ბოატენგი.
ესპანელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, კვლავ ბასკურ "ბილბაოში" დაბრუნდება. რაც შეეხება ბოატენგს, მას გუნდის გამოცვლა ზამთარშიც სურდა, თუმცა, საკადრო პრობლემების გამო "ბაიერნმა" მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.
მესამე ფეხბურთელი რომელიც კლუბს დატოვებს კორენტინ ტოლისოა. ახალგაზრდა ფრანგი ერთ დროს "ბაიერნის" ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, თუმცა, ტრავმიანობის გამო ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო და მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.