გერმანული გამოცემა Sportbuzzer-ის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციას ბუნდესლიგის განახლების საინტერესო გეგმა აქვს.
ახალი მოდელის მიხედვით, კლუბები დაიყოფიან მხარეების მიხედვით: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და ასე გადანაწილდებიან ჯგუფებში.
კლუბები მატჩებს საკუთარი რეგიონის გუნდებთან ჩაატარებენ და იქნება ე.წ. ჯგუფური ეტაპები და შემდგომ პლეი-ოფები. ანუ, ტურნირი დაახლოებით მუნდიალის პრინციპით გაიმართება.
ასეთ შემთხვევაში "ბაიერნი" ე.წ. სამხრეთის ჯგუფში მოხვდება, "დორტმუნდი" კი დასავლეთის.
როგორც ცნობილია, გერმანული ფეხბურთის ბოსები აღნიშნულ საკითხს 31 მარტს განიხილავენ.