მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა მცველმა, ორი ოქროს ბურთის მფლობელმა ფრანც ბეკენბაუერმა, გერმანულ პრესასთან მცირე ინტერვიუში ევროპის უძლიერეს გუნდებზეც ისაუბრა.
ნიკო კოვაჩზე: "მან კლუბში პირველი კრიზისი და ხალხის კრიტიკა წარმატებით გადალახა, გუნდმა თავისი თავი კვლავ იპოვნა. დაცვაში იმხელა სივრცეები გვქონდა, რომ "ემპაირ სტეტი ბილდინგი" დაეტეოდა, მაგრამ ხავი მარტინესმა ეს პრობლემა მოაგვარა".
ევროპის საუკეთესო გუნდზე: "ახლა ევროპაში სუპერ-გუნდებს ვერ ვხედავ. "ბარსელონა" მესისთან ერთად ნომერ პირველი გუნდია, მაგრამ მის გარეშე ერთი ჩვეულებრივი გუნდია. "რეალი" ახალი რონალდუს ძიებაშია და ვერ პოულობს. "სიტიმ" "შალკეს" წინააღმდეგ იმედები გამიცრუა, "პსჟ" კი ნეიმართან ერთად ერთ-ერთი ულიერესია, მაგრამ არა ფავორიტი".
რობერტ ლევანდოვსკიზე: "ის მსოფლიო დონის თავდამსხმელია. "გლადბახის" წინააღმდეგ მას 10 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ იმედი მაქვს გოლები "ლივერპულისთვის" შემოინახა".